ამერიკელი და რუსი სამხედროები მაღალი დონის დიალოგს აღადგენენ, აცხადებს აშშ-ის არმია
აშშ-ის შეიარაღებული ძალების თანახმად, 5 თებერვალს აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ, აღადგინონ მაღალი რანგის სამხედროთა შორის დიალოგი, რომელიც ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაშია შეჩერებული, იტყობინება Reuters-ი.
„კომუნიკაციის ეს არხი შეჩერდა 2021 წლის შემოდგომაზე, კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე“, - ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებაში, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გულისხმობდა.
„ხელახლა აღდგენა მოჰყვა არაბთა გაერთიანებული საამიროების...