მაკრონი აპირებს პუტინს დაურეკოს - „ტასი"
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკოს, „შინაარსიანი საუბრის მომზადებას“ კი რამდენიმე დღე დასჭირდება. ამის შესახებ „ფრანგულ წყაროზე“ დაყრდნობით დღეს, 5 თებერვალს იუწყება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“. ის არ აკონკრეტებს საფრანგეთის რომელ უწყებას წარმოადგენს ეს წყარო.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერების გარდა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან კონტაქტები შეწყვიტეს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის...