კიევი და რეგიონები - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს
რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, საოკუპაციო ძალებმა 180-ზე მეტი დრონი და ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
მასირებული შეტევა გასული ღამიდან დაიწყო.
კიევის პოლიციის ტელეგრამ-არხზე 5 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად დედაქალაქში დაშავდა ორი ხანდაზმული ქალი, დაზიანებულია ხუთი მრავალბინიანი სახლი, ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით...