„სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“ - ბრიუსელი „გრანტების კანონში“ ცვლილებებზე
ევროკომისიის სპიკერი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული ცვლილებები, - რაზეც პარტია ამბობს, რომ „არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“, - ამოქმედების შემთხვევაში „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“.