აბუ-დაბიში დასრულდა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრის მეორე რაუნდის პირველი დღე
4 თებერვალს აბუ დაბიში დასრულდა რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე. სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზანია უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასრულების გზების გამონახვა. კონსულტაციები 5 თებერვალს გაგრძელდება.
როგორც გამოცემა Axios იტყობინება უკრაინის ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით, საკითხების განხილვა პროდუქტიული იყო. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა ტარდება.
რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, ადმირალი იგორ კოსტიუკოვი.