ჯერჯერობით უცნობია რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები იმ წელს, როცა ორმაგი ოდენობის აბიტურიენტი იქნება
სადავო პარლამენტში "ზოგადი განათლების" და "უმაღლესი განათლების" შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე მსჯელობისას განათლების მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას ჰკითხეს, რამდენი სტუდენტის მიღებას შეძლებენ უნივერსიტეტები იმ წელს, როცა მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები ერთდროულად დაამთავრებენ და აბიტურიენტთა რაოდენობა გაორმაგდება.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა 11 წლით განისაზღვრება, მე-12 კლასის გავლა კი ნებაყოფლობით გახდება 2028-2029 სასწავლო წლიდან.