„დეპუტატის ორი თვის ხელფასია“, - მეწყერით დაზარალებულები ეკომიგრანტის სტატუსსა და კომპენსაციების ოდენობას აპროტესტებენ
მეწყრით დაზარალებული სოფლების ღვერკისა და ხემაღლის მკვიდრები აპროტესტებენ სახელმწიფოს მიერ მათთვის მინიჭებულ ეკომიგრანტის სტატუსს. შეთავაზებული კომპენსაციებითაც უკმაყოფილოები არიან და პროტესტის გამოსახატად ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.
დაზარალებულების განმარტებით, ეკომიგრანტის სტატუსი ოჯახს მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ ბუნებრივი სტიქიის ზონაში ცხოვრობს. მაგრამ თუ ცვლილებები გამოწვეულია ადამიანის ჩარევით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები ეკომიგრანტები კი არა, დაზარალებულები არიან და მათ ისეთი კომპენსაცია ეკუთვნით...