„იმედია, საკმარისი თანხა აიღეს, რომ კარგი ვახშამი ჭამონ“ - პაპუაშვილი კორუმპირებულებს უწოდებს თემთა პალატის წევრებს
სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კორუმპირებულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატს, რომელმაც 3 თებერვალს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ახლო აღმოსავლეთის, პაკისტანისა და ავღანეთის საკითხებში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან, ჰამიშ ფალკონერთან კითხვა-პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველოში ირანის გავლენები აღმავალია.
„შევრცხვით, რაკი თემთა პალატის კორუმპირებულმა რამდენიმე დეპუტატმა რაღაც თქვა... იმედია, საკმარისი თანხა აიღეს იმისთვის, რომ კარგი ვახშამი ჭამონ...