აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ნაწილობრივი "შატდაუნის" დასრულებას
3 თებერვალს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა (217 - მომხრე, 214 - წინააღმდეგი) მთავრობის ნაწილობრივი "შატდაუნის" დასრულებას.
კენჭისყრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა: "შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის 96% დაფინანსებულია, მაგრამ დარჩენილი 4% ძალიან მნიშვნელოვანია - გაიხსენეთ, რას მოიცავს საშინაო უსაფრთხოება. ეს არ არის მხოლოდ იმიგრაცია, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი. ის მოიცავს TSA-საც, რომელიც აეროპორტებში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეეხება...