"გრანტების კანონის" პაკეტის განხილვა პარლამენტში გამკაცრებით დაიწყო
7 ხმა ერთის წინააღმდეგ - „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის პაკეტი 2 თებერვალს სადავო პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს. "ოცნების" უმრავლესობის წევრები კიდევ ერთ ცვლილებაზე შეთანხმდნენ - სისხლის სამართლის წესით შესაძლოა მეწარმე იურიდიული პირებიც გაასამართლონ.