ოკუპირებული ცხინვალის "კაგებე" თამარ მეარაყიშვილის „თანამზრახველებს“ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ("კაგებე") აცხადებს, რომ აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე „ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს“.
თამარ მეარაყიშილი 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს და „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ დაადანაშაულეს, 31 დეკემბერს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაძევს. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა აღიარა, რომ მეარაყიშვილის დაკავება დაკავშირებული იყო მის გეგმებთან...