ერაყის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადადო
ერაყის სახელმწიფო მედიის ცნობით, 1 თებერვალს ამ ქვეყნის პარლამენტმა კვლავ გადადო ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევნები ინტენსიური პოლიტიკური კამათის და ახალ პრემიერმინისტრის გარშემო აშშ-ის ზეწოლის ფონზე.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტმა გადადო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც პირველად გასულ კვირას იყო დაგეგმილი.
ერაყის პარლამენტში AFP-ის კორესპონდენტმა განაცხადა, რომ 1 თებერვალს საჭირო კვორუმი ვერ იქნა მიღწეული.
ამიტომ, ოფიციალური პრესსამსახურის, INA-ს ცნობით, კენჭისყრა გადაიდო, თუმცა არ არის დაკონკრეტებული...