რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კვლავ შეავსო "უცხოეთის აგენტთა" რეესტრი
30 იანვარს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განაახლა ე.წ. "უცხოეთის აგენტების" რეესტრი.
ფიზიკურ პირებს შორის "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადეს უფლებადამცველი და ბიოლოგი, ალექსანდრ გოლდფარბი და პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი იან შენკმანი.
განახლებულმა სიამ მოიცვა მათ შორის გამოცემა "ნოვაია ვკლადკა", და აზერბაიჯანული ტელეარხი "მისრა".
"უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ამ კანონმა იუსტიციის სამინისტროსთვის შესაძლებელი გახადა არაკომერციული ორგანიზაციები ეცნო "უცხოეთის აგენტებად"...