ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
"ტვ პირველის" ცნობით, პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული დავით შარაშიძე.
პროკურატურა შარაშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, გირაოს შუამდგომლობა სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა დააყენა.
ადვოკატმა, სხდომის დაწყებამდე, განაცხადა, რომ პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული შარაშიძე ბრალს აღიარებს.
დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გუშინ...