რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ბავშვი გადაარჩინა კიევის ოლქში, რუსული დრონით განადგურებულ ბინაში
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სამხედრო კორესპონდენტმა მარიან კუშნირმა კიევის ოლქში გადაარჩინა 4 წლის გოგო, რომელიც რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებულ ბინაში იმყოფებოდა. გოგონას დედა და მასთან ერთად მცხოვრები კაცი დაიღუპნენ.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ჟურნალისტის მიერ გადარჩენილი ბავშვი მამამ და უფროსმა ძმამ წაიყვანეს და ამჟამად უსაფრთხოდაა.
გასულ ღამით, უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევისას კიევის ოლქის ბელოგოროდის რაიონში დრონი ერთ-ერთ სახლს მოხვდა.