სასურსათო მაღაზიების გაქურდვისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა, ორი არასრულწლოვანია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დააკავეს "ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი", რომელიც "სქემაში" რთავდა არასრულწლოვანებს.
როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვა ვაჟა სირაძემ, დაკავებულები თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და მოპარულ ნივთებს სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც ნაქურდალს იბარებდნენ, "შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით".