ოდესაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ნაპოვნია დაღუპულის ცხედარი
უკრაინის ქალაქ ოდესაში, სადაც რუსული დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ 27 იანვარს, შუადღისით განაცხადა ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა.
რუსეთის ჯარებმა ოდესას დრონებით გასულ ღამით დაარტყეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 23 მშვიდობიანი მოქალაქე.
სერჰი ლისაკის ინფორმაციით, ქალაქის სამ რაიონში დაზიანებული, ან ნაწილობრივ დანგრეულია 40-ზე მეტი სახლი...