ევროკომისიამ გამოძიება დაიწყო ილონ მასკის ჩატ-ბოტ Grok-ის წინააღმდეგ
ევროპის კომისიამ ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანია xAI-ის ჩატ-ბოტ Grok-ის თაობაზე გამოძიება დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შიშველი ქალებისა და ბავშვების გამოსახულებების შექმნასთან დაკავშირებით.
„ევროპაში ვერცერთი კომპანია ვერ გააკეთებს ფულს ჩვენი ძირითადი უფლებების დარღვევით“, განაცხადა ორშაბათს, 26 იანვარს, ევროკომისიის წარმომადგენელმა ბრიუსელში.
თავის მხრივ, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირი „არ მოითმენს ისეთ წარმოუდგენელ მოქმედებებს...