ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გეგმა
ევროკავშირის სახელმწიფოებში რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტი სრულად აიკრძალება 2027 წლის დასაწყისიდან, ხოლო მილსადენებით გაზის მიწოდება - 2027 წლის შემოდგომიდან.
საბოლოოდ შეთანხმებული გადაწყვეტილება რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ დღეს, 26 იანვარს გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს საიტზე. მანამდე გეგმას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა.
დადგენილი ვადების ძალაში შესვლამდე გარდამავალი პერიოდი დაწესდა უკვე არსებული კონტრაქტებისთვის.
აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური...