მოსაწონი არ არის, მაგრამ არ ვამტყუნებ - პაპაშვილი მარკეტებში სუსის „შესვლაზე“
ბიზნესმენი, რძის პროდუქტების კომპანია „ყვარლის ბაგის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი - რომელიც „რძისა და სკინტლის სკანდალში“ იყო გახვეული, - აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „შესვლა“ სუპერმარკეტებში „მოსაწონი არ არის“, თუმცა ამას არ ამტყუნებს.
„ნაკლებად ვიყავი ქვეყანაში, გუშინ დავბრუნდი, მაგრამ მე მგონი, მოსაწონი არ არის. ეს საჭირო არ არის, მაგრამ შეიძლება ოპერატიული ინფორმაცია სჭირდებოდათ და არ ვამტყუნებ“, - განუცხადა პაპაშვილმა „ფორმულას“ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.