PACE-მ დაამტკიცა რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმის შემადგენლობა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ბიურომ დაამტკიცა რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმის შემადგენლობა. ის ევროპელ პარლამენტარებთან დიალოგს გამართავს.
პლატფორმა 10 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან იურისტი და რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი მარკ ფეიგინი, ოპოზიციური პოლიტიკოსები ვლადიმირ კარა-მურზა და მიხაილ ხოდორკოვსკი, მსოფლიო ყოფილი ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი, ადამიანის უფლებათა ცენტრ „მემორიალის“ თანათავმჯდომარე ოლეგ ორლოვი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ყოფილი თანამშრომელი ლიუბოვ სობოლი.