თბილისში გაუქმდა რუსული ჯგუფის t.A.T.u.-ს კონცერტი
გაუქმდა რუსული ჯგუფის, t.A.T.u.-ს თბილისში დაგეგმილი კონცერტი. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბილეთების გაყიდვის სერვისმა Biletebi.ge-მ, რომლის ვებსაიტზეც მანამდე მითითებული იყო, რომ კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში 30 იანვარს იყო დაგეგმილი.
"პირველად საქართველოში - თბილისი. 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსული პოპ დუეტის, t.A.T.u.-ს კონცერტი ძველ სპორტის სასახლეში (Old Sports Palace)“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
Biletebi.ge-ს კონცერტის გაუქმების მიზეზები არ განუმარტავს.