კრემლში ადასტურებენ, რომ რუსეთი-აშშ-უკრაინის მოლაპარაკება მომავალ კვირაში გაგრძელდება
კრემლში ადასტურებენ, რომ რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის წარმომადგენლების მომდევნო, სამმხრივი შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება. ეს დღეს, 26 იანვარს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ამასთან, მან კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.
უკრაინაში ომის დასრულების პირობების განსახილველად პირველი სამმხრივი შეხვედრა 23-24 იანვარს გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში.
კონსულტაციების ამ რაუნდის დასრულების შემდეგ სააგენტო Reuters-ი და გამოცემა Axios-ი...