ზელენსკი: ლუკაშენკას შპიცს აქვს უფრო მეტი უფლებები, ვიდრე ბელარუს ხალხს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ - რომელიც 25 იანვარს ლიეტუვას სტუმრობს - პატივი მიაგო 1863 წლის იანვარში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ამბოხებულთა ხსოვნას. ამბოხებამ მოიცვა მაშინდელი პოლონეთის სამეფო და ამჟამინდელი ბელარუსისა და ლიეტუვის ტერიტორიები.
ვილნიუსში, ამბოხებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელმძღვანელობით მოქმედ ბელარუსის რესპუბლიკას უწოდა რუსეთის გენერალური გუბერნია და თქვა, რომ "ლუკაშენკას თეთრ შპიცის ახლა მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელარუს ხალხს".