აბუ-დაბიში დახურულ კარს მიღმა გაიმართა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებები
აბუ-დაბიში დახურულ კარს მიღმა გაიმართა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებები. მისი შინაარსი უცნობია. წინასწარი მონაცემებით, მისი მთავარი თემა ტერიტორიული საკითხი უნდა ყოფილიყო. უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებს „პოზიტიური“ და „კონსტრუქციული“ უწოდა.
მოლაპარაკებები პარასკევს დაიწყო და შაბათს დასრულდა. მასზე უკრაინას წარმოადგენდა დელეგაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის მეთაურობით, აშშ-ს - სპეციალური წარგზავნილი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის...