ტრამპი კანადას 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ 100%-იან ტარიფს დაუწესებს კანადას, თუ ის სავაჭრო ხელშეკრულებას დადებს ჩინეთთან. მან გააფრთხილა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, რომ ამ გარიგებით ის საფრთხეს შეუქმნის თავის ქვეყანას.
„ჩინეთი ცოცხლად გადაყლაპავს კანადას, მთლიანად გადასანსლავს, დაანგრევს მის კომპანიებს, სოციალურ ქსოვილს და ცხოვრების ზოგად წესს,“ დაწერა ტრამპმა სოცქსელ Truth Social-ში. „თუკი კანადა ხელშეკრულებას დადებს ჩინეთთან, დაუყოვნებლივ დაუწესდება 100%-იანი ტარიფები კანადის ყველა საქონელს და პროდუქტს...