სროლა მუხრანში - მოკლულია ორი ადამიანი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ორი კაცი მოკლეს. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.
ეს მუხლები გულისხმობს მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.