იულია ტიმოშენკოსთვის გადაიხადეს 760 ათასამდე დოლარის ოდენობის გირაო
უკრაინის პარტია "ბატკივშჩინის" ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოსთვის გირაო გადახდილია - იუწყება rbc უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოზე დაყრდნობით. გირაო, რომელიც სასამართლომ მანამდე განსაზღვრა, შეადგენს 33 მილიონ ჰრივნას (760 ათას დოლარზე ცოტა მეტს).
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ "სქემების" მონაცემებით, გირაო შეიტანა ათმა პირმა, სხვადასხვა ოდენობის თანხემბით. მათ შორისაა "ბატკივშჩინის" წევრი დეპუტატი, კონსტანტინ ბონდარევი, რომელსაც პარტიის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებელს უწოდებენ.