მერცის თქმით, ბერლინისთვის მიუღებელია ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ამჟამინდელი ფორმა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 23 იანვარს თქვა, რომ მზად იქნებოდა შეუერთდეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ინიციატივას ღაზისთვის, მაგრამ ამჟამინდელი ფორმით მისთვის ეს საბჭო მიუღებელია.
"ფორმა რომლითაც ეს მშვიდობის საბჭო ახლა ყალიბდება - გერმანიაში მის მმართველობის სტრუქტურებს ვერ მივიღებთ, კონსტიტუციური მიზეზებით", თქვა მერცმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
"თუმცა, ცხადია მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა ფორმებზე - ახალ ფორმებზე...