უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ პენზაში იწვის "როსნეფტის" ნავთობბაზა
23 იანვრის ღამეს, დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა კომპანია “როსნეფტის” პენზის ნავთობის საცავში, - იტყობინება პენზის ოლქის გუბერნატორი ოლეგ მელნიჩენკო.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ოთხი დრონი ჩამოაგდეს. „ერთის ნამსხვრევები კი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამჟამად იქ საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - დაწერა ოლქის გუბერნატორმა.
უკრაინული Telegram-არხები Supernova+ და Exilenova+ იუწყებიან, რომ იწვის კომპანია "როსნეფტის" საკუთრებაში არსებული ნავთობის ბაზა „პენზანეფტეპროდუქტი”.