ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასის საკითხი საკვანძოა და ის აბუ-დაბიში სამმხრივ შეხვედრაზე იქნება განხილული
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასის საკითხი საკვანძოა და მასზე აუცილებლად იმსჯელებენ 23 იანვარს აბუ დაბიში კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლების შეხვედრაზე. ზელენსკის სიტყვებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ციტირებს.
„დონბასის საკითხი საკვანძოა და მასზე დღეს და ხვალ იმსჯელებენ აბუ-დაბიში. განხილული იქნება სამივე მხარის ხედვა“, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, კრემლში აშშ-ის...