ტროტუარზე პროტესტისთვის მიშა ზაქარეიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო მიშა ზაქარეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილების შემდეგ მიშა ზაქარეიშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფ მეგობრებს პირადი ნივთები გადასცა. მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზში გაისმა: “მონა ხარ!” “მორიგი სირცხვილი!”
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიშა ზაქარეიშვილს 17 დეკემბერს პარლამენტთან...