კრემლში პუტინი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს
22 იანვარს, გვიან ღამით, მოსკოვში, კრემლში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და მის სიძეს, ჯარედ კუშნერს. შეხვედრა შუაღამემდე დაიწყო და ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, შეხვედრის მთავარი შედეგი იყო შეთანხმება რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით აბუ დაბიში სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩატარების შესახებ.
შეხვედრა 23 იანვარს არის დაგეგმილი. რუსეთის დელეგაცია...