ვოლოდიმირ ზელენსკი "ვიქტორზე": “...იმსახურებს კინწისკვრას“
22 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპის ხარჯზე ცხოვრობენ, მაგრამ მის ინტერესებს ყიდიან, თავში წამორტყმის ღირსი უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა, თუმცა სიტყვით გამოსვლისას მან ახსენა „ვიქტორი“, ამ სახელის კი ევროპაში ერთადერთი მოქმედი ლიდერია: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
“ყველა ვიქტორი, რომელიც ევროპული ფულით ცხოვრობს და ამავდროულად ცდილობს ევროპული ინტერესების გაყიდვას, იმსახურებს კინწისკვრას.