ზელენსკი: აშშ-სთან მიღწეულია შეთანხმება ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 იანვარს შვეიცარიაში, დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან და ტრამპმა შეთანხმებას მიაღწიეს ომისშემდგომ პერიოდში ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ინგლისურად საუბრისას
განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები „დასრულებულია“.
„დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ მხარეებმა, პრეზიდენტებმა და შემდეგ ის ქვეყნების პარლამენტებს გაეგზავნება“, - თქვა
ზელენსკიმ.