51-ე სკოლის წინ კაცი ბარიერს ავტომობილით შეეჯახა, შემდეგ კი გაქცევა სცადა
თბილისის ცენტრში, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, 51-ე სკოლის წინ კაცი ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, შემდეგ კი გაქცევა სცადა. შემთხვევა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი შეესწრო, მობილური ტელეფონით გადაიღეს.