ქართველი მეზღვაურები იყვნენ ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე - ოჯახებს მათზე ინფორმაცია არ აქვთ
ტანკერი ვერონიკა, რომლის შესახებაც ინფორმაცია 15 იანვარს გაავრცელა აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ, მეექვსე ტანკერია, რომელიც ვენესუელასთან კავშირების გამო დააკავეს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკავებული ტანკერები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო, ან იყო ნაწილი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისა, რომლის ხომალდებიც თავიანთ წარმომავლობას ნიღბავენ, რათა ნავთობი გადაზიდონ სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან - ირანიდან, რუსეთიდან, ვენესუელიდან.
ქართველი მეზღვაურები Veronica-ს გარდა, აღმოჩნდნენ 7 იანვარს...