გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო
გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო გარავანი, განაცხადა მისმა ფონდმა ორშაბათს.
„ვალენტინო გარავანი დღეს გარდაიცვალა თავის რომაულ რეზიდენციაში, ახლობლების გარემოცვაში“, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
გარავანი 93 წლის იყო. მსოფლიო მას იცნობს სახელით, ვალენტინოთი.
ვალენტინომ, ამავე სახელწოდების ბრენდის დამფუძნებელმა, მაღალი მოდის მწვერვალს მიაღწია, შექმნა ბიზნესიმპერია და მოდის სამყაროს შესთავაზა ახალი ფერი - ე.წ. „წითელი ვალენტინო“, წერს Reuters-ი.
ვალენტინო 2008 წელს გავიდა პენსიაზე.