მარია კალესნიკავამ ევროკავშირს ლუკაშენკასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა
რადიო „თავისუფალი ევროპის“ ბელორუსული სამსახურის ცნობით, მარია კალესნიკავამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს ბელარუსში სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, დიალოგი აწარმოონ ბელარუსის ავტორიტარულ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან.
Financial Times-თან ინტერვიუში, ოპოზიციის ლიდერ ვიქტარ ბაბარიკას შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა და 2020 წლის საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა კალესნიკავამ აღნიშნა, რომ ევროპისგან იზოლაცია ლუკაშენკას რუსეთთან აახლოებს. „ეს ბელარუსს ნაკლებად...