რუსეთის ჯარებმა დაარტყეს ოდესის ენერგოობიექტებს, უსინათლოდ დარჩა 30 ათასზე მეტი ოჯახი
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, წუხელ რუსეთის ჯარებმა უკრაინას დაარტყეს 145 დრონით, რომელთაგან 126 ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.
„13 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმები დაფიქსირდა 12 ადგილზე, ასევე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების (ნამსხვრევების) ჩამოცვენა ხუთ ადგილზე“, ნათქვამია განცხადებაში.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ კიპერმა, განაცხადა, რომ თავდასხმამ დააზიანა საცხოვრებელი, ენერგეტიკული და გაზის ინფრასტრუქტურა და დაშავდა ერთი ადამიანი. ოდესის ოლქში დრონმა მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა...