პუტინმა აშშ-სგან "მშვიდობის საბჭოში" წევრობის მიწვევა მიიღო - პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვია. ორგანიზაციის პირველი მიზანი, როგორც ადრე გახდა ცნობილი, ღაზის სექტორის რეკონსტრუქცია იქნება.
„ამჟამად ჩვენ ამ წინადადების ყველა დეტალს ვსწავლობთ. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციას შევძლებთ ყველა ნიუანსის გარკვევისთვის“, - ციტირებს პესკოვს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალშექმნილ...