39-მდე გაიზარდა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ესპანეთში 21 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა. დაშავებულია ასი ადამიანი, მათგან 30 მძიმედ. ამის შესახებ 19 იანვრის ღამით ინფორმაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ავარია ესპანეთის კორდობის რეგიონში მოხდა.
კომპანია Iryo-ს კუთვნილი მატარებელი, რომელიც მალაგიდან მადრიდის მიმართულებით მოძრაობდა...