„საქმის მასალებს ვირუსულად გავავრცელებ“, - დაკავებული არასრულწლოვნის დედა შიმშილობას აგრძელებს
მეორე დღეა, საქართველოს პროკურატურის შენობასთან შიმშილობას აგრძელებს მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე.
ის აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე მის შვილს ბრალს არ მოუხსნიან. ჯერჯერობით მას პროკურატურიდან არავინ გამოხმაურებია.
ტვ "პირველთან" საუბარში მან განაცხადა, რომ გაასაჯაროებს საქმის მასალებს, რომელიც მისი შვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს და რომ პროკურორი გიორგი გვარაკიძე ამ ბრალს უკან წაიღებს:
„მე აქ მოვკვდები.