ვეფხია კასრაძე სუს-ს შვილის გატაცების დაგეგმაში ადანაშაულებს, სუს-ი პროკურატურას მიმართავს
2024 ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი შვილის გატაცებას გეგმავდა.
ტვ „პირველთან“ სატელეფონო საუბრისას მან თქვა, რომ სუს-ი მის 11 წლის შვილს სამი თვის განმავლობაში ურეკავდა და „სახლიდან გატყუების მცდელობაც ჰქონდა“.
„ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუსი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ. დარეკავენ ღამის ორ საათზე, რაღაცებს საუბრობენ, მერე უთიშავენ“.
ვეფხია კასრაძის ამ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა - სუს-ის განცხადებით...