Kavkaz.Realii: ადამ კადიროვი ავტოკატასტროფის შემდეგ საავადმყოფოშია გადაყვანილი
ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟი, ადამ კადიროვი, ავტოავარიის შემდეგ გროზნოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის საიტი, Kavkaz.Realities იტყობინება ორ წყაროსა და ოპოზიციურ საზოგადოებრივ ჯგუფზე დაყრდნობით.
Kavkaz.Realii-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ გადაკეტილია იმ საავადმყოფომდე მისასვლელი გზები, სადაც უმცროსი კადიროვია გადაყვანილი.
ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობა NIYSO-ს ცნობით, ადამ კადიროვის ავტოკოლონა „მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მოულოდნელად დაბრკოლებას წააწყდა“.