"კლუნების ფონდის" შეფასებით, დაირღვა მზია ამაღლობელის უფლება სამართლიან სასამართლოზე
„კლუნების ფონდი სამართლიანობისათვის“ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე ანგარიშში წერს, რომ "ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლომ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა პროცესუალური ნორმების ბოროტად გამოყენებას".
როგორც ფონდში შემავალი „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივის" (TrialWatch), რომელიც საქმის მონიტორინგს ახორციელებდა, ანგარიშშია ნათქვამი...