ირანის საელჩოსთან დაკავებული ნუცა მახარაძის სასამართლო 27 იანვრისთვის გადაიდო
"გული წამივიდა ორჯერ და კრუნჩხვა მქონდა, ემოციურ ფონზე [პანიკური შეტევები] მაქვს, მაგრამ ასეთი აქამდე არ მქონია. იზოლატორში ვიყავი ორი დღე დაუბანელი და უსამართლოდ დაკავებული და ალბათ ამან იმოქმედა", - თქვა ნუცა მახარაძემ სასამართლო პროცესზე.