ლუკაშენკამ ბელარუსის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმება დაიწყო
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დღეს, 16 იანვარს, არმიის მასშტაბური ინსპექტირების განკარგულება გასცა, წერს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.
ლუკაშენკას სიტყვებით, შემოწმება მიმდინარეობს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელშიც ბელარუსი ფორმალურად არ მონაწილეობს) გამოცდილების გათვალისწინებით და ჯარში მისი დანერგვის მიზნით.
შემოწმებისა და სწავლების ფარგლებში დამუშავდება საჯარისო ნაწილების დაცვის და ომის წარმოების თანამედროვე საშუალებებისადმი...