აშშ-მა დააკავა ვენესუელასთან დაკავშირებული მეექვსე ტანკერი
აშშ-მა ოპერაცია ჩაატარა ვენესუელასთან კავშირის მქონე კიდევ ერთი - ბოლო კვირებში უკვე მეექვსე - ტანკერის, Veronica-ის დასაკავებლად. ამ ცნობას ავრცელებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა.
"ერთადერთი ნავთობი, რომელიც ვენესუელიდან გავა, იქნება ის ნავთობი, რომლის ტრანსპორტირებაც ხორციელდება მართებული ფორმით და კანონთან შესაბამისად" - ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, ხომალდი Veronica, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავს, ბოლოს აღრიცხეს 12 დღის წინ, ვენესუელის სანაპიროსთან ახლოს.