სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას - Fox News
14 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის X-ის პლატფორმაზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმადაც, “სახელმწიფო დეპარტამენტი შეაჩერებს საიმიგრაციო ვიზებზე განაცხადების დამუშავებას 75 ქვეყანაში, რომლებიდან ჩამოსული მიგრანტებიც ამერიკის ხალხს ართმევენ მიუღებლად დიდი ოდენობის კეთილდღეობას. შეჩერება შეეხება ათობით ქვეყანას - სომალის, ჰაიტის, ირანისა და ერიტრეის ჩათვლით - საიდან აშშ-ში ჩამოსული იმიგრანტები ხშირად იქცევიან ხოლმე „სახელმწიფოს ტვირთად“. ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკელი ხალხის გულუხვობით ბოროტად აღარ ისარგებლონ"...